დღეს, თბილისის ათი რაიონის ნაწილს ელექტროენერგია დროებით გაეთიშება

newcastle.gov.za

დღეს, 17 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს ხევის, მერაბ ალექსიძის, სანდრო ეულის, ფხაკაძის, ალექსანდრე იოსელიანის, ანა პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, მებაღეობის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას (ნაწილობრივ), ღამბაშიძის, ქუჩიშვილის და თარხნიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, კრუპსკაიას, სარაჯიშვილის, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის და ჭედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები