აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ტრამპი: რუსეთისთვის ტერორიზმის შესახებ ინფორმაციის გაზიარების უფლება მქონდა

cnbc.com

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე, The Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ტრამპის თქმით, ცნობები იმის შესახებ, რომ მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრისას სრულიად საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა, სიცრუეა.

"როგორც პრეზიდენტს, მსურდა რუსეთისთვის (ღიად, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე) გაემეზიარებინა ტერორიზმისა და ავიახაზების ფრენის დაცულობის შესახებ ინფორმაცია. მე ამის აბსოლუტური უფლება მაქვს. ჰუმანიტარულ მიზეზებთან ერთად, მსურს რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ტერორიზმისა და ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში", - თქვა ტრამპმა.

კომენტარები