თბილისის 7 რაიონს ელექტროენერგია 16 მაისს შეზღუდვით მიეწოდება

mashable

16 მაისს, დღის მანძილზე თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

კომპანია შეზღუდვის მიზეზად გეგმიურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ-ციციშვილის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00-დან 14:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელ დიღომის (ნაწილობრივ) და დავარის  ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჩხეიძის, სულიაშვილის და თოიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI მიკრორაიონის და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ჩიხის და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30-დან 15:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ქსოვრელის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები