გირჩი

ჯაფარიძე: სანამ ასეთი სიღარიბეა, ვერანაირი სტრუქტურა შრომის პირობებს ვერ უშველის

სახელმწიფო სტრუქტურებისა და მაკონტროლებლების შექმნა არსად არასოდეს არ ყოფილა ეფექტიანი და ვერც საქართველოში იქნება მანამ, სანამ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შემოსავალი და მზად არიან, რომ თუ ვინმე ფულს გადაუხდის, წავიდნენ და დავით გარეჯის უდაბნოში გიურზები დაიჭირონ შიშველი ხელით, მანამდე ამ პრობლემას არაფერი არ ეშველება, რამდენი სტრუქტურაც არ უნდა შევქმნათ. 

მანამ, სანამ ამ ქვეყანაში არის ასეთი სიღარიბე, ვერანაირი სახელმწიფო სტრუქტურა ამას ვერ უშველის. ამიტომ, გამოსავალი არის ეკონომიკური განვითარება და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს ქვეყანაში არსებულ შრომის პირობებსა და უსაფრთხოების ნორმაზე და იმაზე, უნდა არსებობდეს თუ არა ქმედითი შრომის ინსპექცია. პირველი TV, გადაცემა "რეაქცია"

კომენტარები