12 მაისს, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

ხვალ, 12 მაისს, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ავშნის და რეხის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები