კრიმინალი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ხუთი პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: თვითნაკეთი ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, „GOLD STAR-2002“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით, თვითნაკეთი ერთლულიანი, გლუვი ლულის მქონე ცეცხლსასროლი იარაღი 1 საბრძოლო ვაზნით, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, „COMBAT-PP“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით.

"პოლიციამ ბრალდებულ ე.ნ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგულიდან, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, 5 ნიღაბი, 5 წყვილი ხელთათმანი და წებოვანი ლენტი - ე.წ. „სკოჩი“ ამოიღო. ხუთივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

დაკავებულებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები