11 მაისს, თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Reuters

ხვალ, 11 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ისნის, ნაძალადევის, სამგორის, კრწანისის და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, არაყიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, ჯიბაშვილის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის №12, პეტრე ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელათის, დუშეთის, არარატის და არმაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, კავთისხევის, მახინჯაურის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის, ჭყონდიდელის, სვანეთის, ხევსურეთის, ლეჩხუმის , ნიკო მარის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სააკაძის, მანჯგალაძის, კამალოვის, გულრიფშის, საჭილაოს, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ჩაქვის და წიკლაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამშენებლო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღის II დასახლების II, III, IV ქუჩების, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების I მიკრორაიონის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების II, IV კვარტლების, მეფრინველეთა II, III შესახვევების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ღლონტის შესახვევის, სამგორის II დასახლების, ევგენი აფხაზავას III, V შესახვევების, ელენე გოკიელის I ჩიხის, ლორთქიფანიძის, მშვიდობის, იგორ ტყემალაძის (ლილო), თენგიზ სტურუას, ღლონტის, ლეონტი მროველის, გიორგი(გუგა) ნახუცრიშვილის, ელენე გოკიელის, იუმაშევის, ფრანგულიანის, ჭირნახულის, რუსთაველის (ორხევი) და ახვლედიანის (ორხევი) ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, კრწანისის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და დოდო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები