სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მუნ ჟე ინმა გაიმარჯვა

Reuters

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიაის კანდიდატმა, მუნ ჟე ინმა გაიმარჯვა.

მუნ ჟე ინმა ხმების 41.1 % (13.4 მილიონი ხმა) მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა ჰონ ჟუნ პჰიომ კი ხმების 24.03 %.

საპრეზიდენტო არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობდა.

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის დეკემბერში კორუფციული სკანდალის გამო პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. იმპიჩმენტი სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის მარტში დაამტიკცა.

აღსანიშნავია, რომ მუნ ჟე ინის თქმით, სწორი გარემოებების არსებობის შემთხვევაში ის ფხენიანში ვიზიტზეც არ იტყვის უარს.

კომენტარები