რუსული ოკუპაცია

ხუციშვილი: წარმოიდგინეთ, ჟერარ დეპარდიე რომ ჩამოვიდეს ფესტივალზე და დავიჭიროთ

ოკუპაციის კანონთან დაკავშირებით, მე მხარს ვუჭერ იმ პოზიციას, რომ პირველ შემთხვევაში იყოს ადმინისტრაციული ჯარიმა, მიეცეს გაფრთხილება და თუ კიდევ ჩამოვა, აღარ იქნეს შემოშვებული ლუჟკოვი. ამ კანონის მიხედვით, თუკი საქართველოში რომელიმე ფესტივალზე ჟერარ დეპარდიე ჩამოვა, უნდა დავიჭიროთ. ნუ, წარმოიდგინეთ, შევაფასოთ ეს ქმედება, ჟერარ დეპარდიე რომ ჩამოვიდეს საქართველოში ფესტივალზე და დავიჭიროთ.

კანონს უნდა მივყვეთ, მაგრამ ხანდახან არის ისეთი სიტუაცია, როცა სჯობია, ასეთი ექსცესი აირიდო თავიდან და მისცე გაფრთხილება. როგორც მოგეხსენებათ, მას[იური ლუჟკოვს] პასპორტში არანაირი ნიშანი იმისა, რომ შესული იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არ ჰქონდა და მისი დაკავების სამართლებრივი საფუძველი მესაზღვრეს არ გააჩნდა.

ქართული ოცნების დეპუტატი ტაბულასთან მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტზე საუბრობს. როგორც ცნობილია, ლუჟკოვი ნამყოფია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რითიც მან დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ.

კომენტარები