10 მაისს, თბილისის ათ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

Creative commons

10 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ისნის, კრწანისის, ნაძალადევის, ჩუღურეთის, სამგორის და დიდგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების და გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის შესახვევის და რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ცხინვალის, ონიაშვილის, ლვოვის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის და ალასანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, ლუბლიანას, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: I ხეივნის ქუჩის, II ხეივნის ქუჩის, დიდი ხეივნის I, II, III ქუჩების, დიდი ხეივნის, ნადიკვარის, გორგასლის, კალანდაძის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ნინუას და ცისარტყელას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გედევანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ცაბაძის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 “დ” ქუჩის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, კალოუბნის, შუამთის, გუმათგესის, თრიალეთის, საცხენისის, ედისის, რაზიკაშვილის, აბაშვილის, ლორთქიფანიძის, ჩაჩუას და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები