რომის პაპმა ფრანცისკემ აშშ-ის ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბის - Mother of All Bombs-ის (ყველა ბომბის დედა) სახელწოდება გააკრიტიკა.
"როდესაც ამ ბომბის სახელწოდება გავიგე, შემრცხვა. დედა სიცოცხლეს იძლევა, ამ ბომბს კი სიკვდილი მოაქვს. ჩვენ ამ მოწყობილობას დედას ვეძახით. რა ხდება?!", - თქვა რომის პაპმა.
დონალდ ტრამპის განკარგულრბი, ამერიკამ "ყველა ბომბის დედა" 13 აპრილს, ავღანეთში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ გამოიყენა.
ბომბის წონა 9800 კილოგრამი იყო.