ოკუპირებული ტერიტორიები

კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს

parliament.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  დონალდ ტრამპის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას აფასებს. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს "ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას".

"ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცენდენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის პირველი დოკუმენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრაქტიკულად, კანონის დონეზე არის საუბარი უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან და კიდევ ერთხელ, ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ეს ცხადჰყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას -ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს.“- ამბობს ირაკლი კობახიძე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება ფინანსურად მხარი დაუჭიროს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

დოკუმენტი ორი დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და სენატმა დაუჭირა მხარი. რის შემდეგაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა.

კომენტარები