ხვალ, 5 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდის, ნაძალადევის, კრწანისის და სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონი
11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების II მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზაბავრის, ქერჩის, თიანეთის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, მოსულიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ბერიტაშვილის, ყუშიტაშვილის, ალასანიას, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ონიაშვილის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის და ლომონოსოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის და აფხაზეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, სახალხოს, ხევის და ჩარხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჩაბელის და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გია რომელაშვილის, ლაგურაშვილის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟან კალანდაძის, გორგასლის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





