საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ლე პენი: საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი ქალი იქნება, ეს ან მე ვიქნები ან მერკელი

AP

გუშინ, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, უკანასკნელი სატელევიზიო დებატებისას, ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს, საფრანგეთის რეალური მმართველი მაინც ქალი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იქნება. 

"რაც არ უნდა იყოს, საფრანგეთის მომავალი მმართველი ქალი იქნება. ეს ან მე ვიქნები ან ანგელა მერკელი. რეალობა ეს არის. თქვენ უკვე ეწვიეთ მერკელს და მას ნებართვა სთხოვეთ, რადგან მისი თანხმობის გარეშე რაიმეს გაკეთებას არ აპირებთ", - მიმართა ლე პენმა მაკრონს.

მაკრონმა კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ საფრანგეთს და გერმანიას ერთად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.

"საბედნიეროდ, საფრანგეთს ყოველთვის ჰყავდა პოლიტიკოსები, რომლებსაც მომავალის განჭვრეტა შეეძლოთ. გენერალმა დე გოლმა და კანცლერმა ადენაუერმა შესძლეს ერთად მუშაობა. მათ დღევანდელი ევროპა ააშენეს", - თქვა მარკონმა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით ცენტრისტ მაკრონს ხმების 60 %-ის მიღებას უწინასწარმეტყველებენ, შესაბამისად, ულტრა-მემარჯვენე ლე პენს 40 %-ის.

კომენტარები