საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი აღიარა და მაკრონს წარმატება უსურვა

Getty Images

ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა და ემანუელ მაკრონს წარმატება უსურვა.

აღიარების შემდეგ, ლე პენმა მხარდაჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ "საფრანგეთი გლობალისტებსა და პატრიოტებს შორის ორად არის გაყოფილი".

არჩევნების დროს ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით, ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. 

მაკრონმა ხმების 65.5 % დააგროვა, მარინ ლე პენმა კი 34.5 %.

კომენტარები