გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ზავს დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად. სამწუხაროდ, დიდი პროგრესი ჯერ არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ზავი გვჭირდება და შემდეგ უკვე პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმება", - თქვა მერკელმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული მინსკის შეთანხმებების შესრულების შემდეგ.
პუტინმა კი აღნიშნა, რომ დონბასი უკრაინისგან არიავის ჩამოუშორებია და შექმნილ სიტუაიაში თავად უკრაინის ხელისუფლება დამნაშავე ბლოკადის პოლიტიკის გატარებით.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მინსკის შეთანხმების რეალიზების შანსი უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელიდან მაშინ გაუშვა, როდესაც ამისთვის შიდაპოლიტიკური შესაძლებლობები ჰქონდა. დღეისთვის ეს შესაძლებლობები შემცირდა. კიევის ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური ეშელონის შესაძლებლობები, რბილად რომ ვთქვათ, გაცილებით მოკრძალებულია მთელ რიგ გარემოებებთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკური, შიდაპოლიტიკური შესაძლებლობები. ამის მიუხედავად, საჭიროა ძალისხმევის გაგრძელება „ნორმანდიულ ფორმატში“, სწორედ მოქმედი შეთანხმების ფარგლებში", - თქვა პუტინმა.
გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე მერკელი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხსაც შეეხო. მისი თქმითა, რუსეთსა და გერმანიას შეუძლიათ მჭიდროდ ითანამშრომლონ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში.
"ჩვენ სირიის შესახებაც ვისაუბრეთ. მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა აღვნიშნე, რომ გვსურს გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი, რათა მხარი დავუჭიროთ ზავს, ცეცხლის შეწყვეტას და დავეხმაროთ ხალხს. ვფიქრობ, ეს არის სწორი მიდგომა, რომელსაც უნდა გავყვეთ. შემდეგ, შეგვიძლია ლიბიაზეც ვისაუბროთ. ჩვენ ერთიანი ვართ საერთშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ გერმანიასა და რუსეთს შეუძლიათ კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ", - თქვა მერკელმა.





