მიწისძვრა

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ies.iliauni.edu.ge

12 საათსა და 53 წუთზე ლაგოდეხთან 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ინფორმაციას დედამიწიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთით 18 კილომეტრში მდებარე სოფელი ზემო ხეჩილი იყო. 

ლაგოდეხის გამგებელმა ტაბულას უთხრა, რომ მიწისძვრას ზიანი არ გამოუწვევია. ტაბულა დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც. მათი ცნობით, მიწისძვრასთან დაკავშირებით, შეტყობინებები მათთან არ შესულა.

კომენტარები