ავტოსაგზაო შემთხვევა

გონიო-სარფის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

Adjara TV

აჭარაში, გონიო-სარფის გზატკეცილზე, ავტოავარიის შედეგად, ორი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით, 8 საათზე სასტუმრო "თემოსთან" მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა.

"ოპელის" მარკის ავტომობილში მჯდომი ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, "მერსედესის" მარკის ავტომობილში მყოფი პირი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზატკეცილზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. 

კომენტარები