ხვალ, 3 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბის, გლდანის, მთაწმინდის, საბურთალოს, ისნის, კრწანისის, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის, ახმეტელის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:30-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ულიანოვის, ჭედიას და შუშის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ინგოროყვას, სულხან-საბას და ლეონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:30-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, მაყაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, ერისთავი-ხოშტარიას და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ფანჯიკიძის, ჭილაძის, ონიაშვილის, ნუცუბიძის, ზემო ვეძისის, წულუკიძის, დავითაშვილის, ოდესის, ლუქსემბურგის, ზოვრეთის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ვაზისუბნის, ანდრონიკაშვილის, ცხინვალის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის ხევის, საბარგოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ონიანის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, ამირეჯიბის, გუთნის, ახმეტის, თელავის, ნიორაძის, შორაპნის, წინანდლის, ხახანაშვილის, ივერიელის, ქურხულის, ფოსტის, მუკუზნის, 300 არაგველის, მელაანის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, დოესის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, აწყურის, ანწუხელიძის, წალენჯიხის, კობარეთის, აფანასიევის, შერვაშიძის, დურმიშიძის, ტოლენჯის, კაკაბეთის, ყვარლის, ყარყარაშვილის და მესხეთის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, მაზნიაშვილის და კიევის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), მახალდიანის, ზაქრაძის და ლალიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აცხადებს თელასი.





