მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობასთან ავტოავარიის შედეგად ერთი ქვეითი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.