HBO-ს კომედიურ სერიალ Veep-ში 30 აპრილს გასული სერია საქართველოს დაეთმო. სერიიაში მოქმედება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, სელენა მაიერის საქართველოში ვიზიტის გარშემო ვითარდება. სერია ქვეყნის პირველ დემოკრატიულ არჩევნებს ასახავს, რომელიც გადატრიალებით დასრულდა.
სერიაში აშშ მხარს უჭერს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ ნიკოლოზ გენიძეს, რომელსაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მურმან შალიკაშვილი მოწამვლას უპირებს. ვიზიტის დასრულების შემდეგ სელენა მაიერი თვითმფრინავში ჩართულ ეკრანზე ხედავს, რომ მისი წამოსვლის შემდეგ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
სერიის ამსახველი ფოტოები:
დემოკრატიული არჩევნები საქართველოში - რიგი საარჩევნო უბანზე:

ფოტო: HBO/Veep
მარკირების სითხე

ფოტო: HBO/Veep
პატენტი ტანსაცმელი

ფოტო: HBO/veep
რუსთავი 2

ფოტო: HBO/Veep

ფოტო: HBO/Veep
კურიერი

ფოტო: HBO/Veep
სამხედრო გადატრიალება

ფოტო: HBO/Veep
სამხედრო გადატრიალება ვიდეო





