გარევაჭრობა

გარევაჭრობის კონსტრუქციები ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდანაც გაიტანეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.

ტერიტორია თბილსერვის ჯგუფმა დაასუფთავა.

გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აქამდე გაიტანეს ახმეტელის, მარჯანიშვილის მეტროებისა და დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან.

კომენტარები