აშშ

აშშ-ში იმიგრანტთა ჩადენილი კრიმინალის ცხელ ხაზზე უცხოპლანეტელთა შესახებ რეკავენ

Getty Images

ოთხშაბათს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ახალი ცხელი ხაზის განყოფილება - VOICE (ხმა) გახსნა. ცხელი ხაზი არალეგალ იმიგრანტ კრიმინალთა მსხვერპლებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად გაიხსნა. მსგავსი ცხელი ხაზის გახსნა ტრამპის მიერ იანვარში იმიგრანტების შესახებ გამოქვეყნებულ ბრძანებაში შედიოდა, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში მთავრობას არალეგალი იმიგრანტი კრიმინალები უცხოპლანეტელ კრიმინალებად (criminal alien) ჰყავს მოხსენიებული.

ტერმინ criminal alien-ს აშშ-ის მთავრობა იმ კრიმინალებზე იყენებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან, თუმცა სოციალურმა ქსელის მომხმარებლებს ამ ტერმინმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და სერიალი The X-Files გაახსენა.

როგორც ჩანს, ცხელ ხაზზის თანამშრომლები უკვე არაერთმა ადამიანმა დატროლა.

გთხოვთ, ცხელ ხაზზე The X-Files-ის სერიების შინაარსის მოსაყოლად ნუ დარეკავთ.

არ იქნება სირცხვილი თუ მილიონობით ხალხი დარეკავს ცხელ ხაზზე, იმისათვის, რომ უცხოპლანეტელებსა და ამოუცნობი ობიექტების შესაძლებლობაზე შეატყობინოს?

უცხოპლანეტელების ცხელი ხაზი ფილმი უცხოს დღეს წარადგინეს. იმედი მაქვს სიგურნი უივერმა უკვე დარეკა.

სერიოზულად ვფიქრობ, რომ ხშირად დავრეკავ და შევატყობინებ იმ კრიმინალის შესახებ რასაც ET, უცხო და მტაცებელი სჩადიან.

ტრამპის ცხელი ხაზის ნომერი გადატვირთული იყო, რადგან ხალხი რეკავდა გასიებულ, ნარინჯისფერ უცხოპლანეტელზე ინფორმაციის მისაწოდებლად. 

კომენტარები