დღეს, თბილისის რვა რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Creative commons

დღეს, 28 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის I და II მიკრორაიონების, გობრონიძის, ახმეტელის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ქურხულის, ფოსტის, გუთნის და თელავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების IV და V ქუჩების, ვარკეთილი-3 III და IV კვარტლების, თრიალეთის, ლორთქიფანიძის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვაკის, ჯაფარიძის და რჩეულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III და V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაონის, ბედიას, მარგიანის, მინდელის, შავგულიძის, ნუცუბიძის და პოლიტოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის დასახლების, კრწანისის, ასათიანის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის, ტოვსტონოგოვის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები