თავდასხმა გელა ხვედელიძეზე

ხვედელიძე: არაფერი ისეთი არ კეთდება, რაც დამნაშავის პოვნის იმედს მომცემდა

მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ წუთისათვის და იმ მომენტისათვის, აქტიურად რომ ემუშავა გამოძიებას, ალბათ, ცხელი კვალიდან გამომდინარე, შეიძლებოდა, გამოძიებას დაეფიქსირებინა მომენტები იმიტომ, რომ უამრავი კამერა არსებობს. არა მხოლოდ ის, რომელიც საზოგადოებამ ნახა. 

მე ელემენტარულად საშუალება არ მაქვს, ხშირად გარეთ ვიმოძრავო, თუმცა მე შევძლებ, რომ გავერკვიო, ვინ იყვნენ, რა იყვნენ. მნიშვნელობა არ აქვს, რა დროც არ უნდა გავიდეს. [იმედი, რომ ჩემი რესურსის გარეშე, გამოძიება იპოვის დამნაშავეს] არაფერი ისეთი არ კეთდება, რომელიც ამის სათქმელს მომცემდა

გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები 3 აპრილს დაესხნენ, შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, ხვედელიძის სახლთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები