მულტფილმი

BBC-ზე, მამის ინტერვიუს ჩამშლელ ბავშვებზე მულტფილმი შექმნეს

BBC-ის პირდაპირ ეთერში, საკუთარი სახლიდან ჩართვის დროს, პროფესორ რობერტ კელის ოთახში შვილების შევარდნისა და მამის ინტერვიუს ჩაშლის შემდეგ, ოჯახი ძალიან პოპულარული გახდა.

Hans studio-მ მამის ინტერვიუს ჩამშლელ ბავშვებზე მულტფილმიც კი შექმნა. მულტფილმი მინა და ჯეკის თავდაგადასავლების შესახებ არის, რომლებიც მამას მუშაობაში დახმარებას ცდილობენ.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=12&v=PCvfJOZgvoE]

რობერტ კელი ჩართვის დროს, სამხრეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა. შვილების ოთახში შესვლამ რესპონდენტი მცირე ხნით დააბნია, წამყვანი კი გაახალისა. უხერხული სიტუაცია ოთახში ქალის შემოვარდნამ გამოასწორა, რომელმაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ოთახიდან გაიყვანა.

 

კომენტარები