26 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება

Creative commons

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება 26 აპრილს დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), შეშელიძის (ნაწილობრივ), წყალსადენის, ხევძმარის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჩიტაძის და სანაპიროს  ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ-ციციშვილის, ბახტრიონის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ),  ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის, ერისთავის, ნინუას, მესხის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის და სტურუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟვანიას და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 ძმის და ყირიმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები