საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

მარინ ლე პენმა პარტია ეროვნული ფრონტის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

AP

მარინ ლე პენმა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასვლის შემდეგ, პარტია ეროვნული ფრონტის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

"დღეს გადავწყვიტე დავტოვო პარტია ეროვნული ფრონტის პრეზიდენტის თანამდებობა. დავდგები პარტიულ ინტერესებზე მაღლა", - განაცხადა ლე პენმა.

ამ ეტაპზე უცნობია ლე პენის გადაწყვეტილება დროებითია თუ სამუდამო.

მარინ ლეპენმა ეროვნული ფრონტის ლიდერის თანამდებობა 2011 წლის იანვარში მამამისისგან, ჟან-მარი ლე პენისგან გადაიბარა და პარტიას რეგიონულ არჩევნებში სერიოზული წარმატებები მოუტანა.

გუშინ, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნებში დაახლოებით 7.6 მილიონი ხმა მიიღო, რაც ეროვნული ფრონტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, მისმა მამამ 2002 წელს 2.8 მილიონი ხმით ნაკლები დააგროვა.

ლე პენის მთავარი მიზნები, იმიგრაციის შეჩერება, თავისუფალი ბაზრის მაქსიმალურად შეზღუდვა და საფრანგეთისა და ევროპის ურთიერთობის ძირეული სახეცვლილება იყო.

ლა პენის 4 მთავარი დაპირება ასე გამოიყურება: 

ბრიუსელთან მოლაპარაკება ახალ ევროკავშირთან დაკავშირებით და შემდგომ, რეფერენდუმი ამ საკითხზე.

არალეგალი იმიგრანტების ქვეყნიდან ავტომატური გაძევება, ლეგალური იმიგრანტების მიღების ყოველწლიური რაოდენობის 10 000-მდე შემცირება და მათი დაუყოვნებლივი, სრული მორატორიუმი.

ექსტრემისტული მეჩეთების დახურვა და ეროვნებით ფრანგებისთვის პრიორიტეტის მინიჭება სოციალური სახელმწიფო საცხოვრებელის მშენებლობის პროგრამაში.

საპენსიო ასაკის 60 წელზე და სამუშაო საათების კვირაში 35 საათის შენარჩუნება.

7 მაისს ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი დაუპირისპირდება, რომელიც მეორე ტურის უდავო ფავორიტად ითვლება. ცენტრისტი მაკრონის პარტია En Marche! ლიბერალური ღირებულებების მატარებელია და ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. 39 წლის მაკრონს ამ დრომდე არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია და გამარჯვების შემთვევაში ის საფრანგეთის ისტორიასი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება.

კომენტარები