ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა ავღანეთში, მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზაზე განახორციელა თავდასხმა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მეჩეთისა და სასადილოს მიმდებარედ ექვსმა თავდამსხმელმა ავტომატებითა და ასაფეთქებლებით მინიმუმ 50 ადამიანის მოკვლა შეძლო.
მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სამხედრო ძალებია განთავსებული, მათ შორის, გერმანიისა და საქართველოს სამხედრო ძალებიც. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის მხოლოდ ავღანეთის მოქალაქეები არიან.
მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზაზე ამ დროისთვის I ქვეითი ბრიგადის ასეულია განთავსებული.





