პლებისციტი

მდინარაძე პლებისციტზე: ვერ ვივლით ელცინის დამკვიდრებული გზით

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ევროპული საქართველოს ინიციატივას აფასებს. მისი თქმით, ინიციატივის ავტორები ვერ ერკვევიან საყოველთაო განხილვის არსში.

"კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად ხალხი განიხილავს და საბოლოოდ იღებს პარლამენტი კონსენსუსის გზით. ჩვენ ნამდვილად ვერ ვივლით ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, თავის დროზე, როგორ შეიქმნა რუსეთის კონსტიტუცია. განცხადების ავტორები, რომლებიც ამბობენ, რომ მაინც და მაინც პლებისციტია ის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ჩვენ უნდა გავიგოთ ხალხის აზრი, ნიშნავს, რომ ისინი ვერ ერკვევიან საყოველთაო, სახალხო განხილვის არსში", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ევროპული საქართველოს ინიციატივაა, ჩატარდეს პლებისციტი საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის არჩევის წესსა და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე.

 

კომენტარები