უკანონო იარაღი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული ს.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების თანახმად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, "აკ 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები