19 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი დოლარი 2.396 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 1.3 თეთრით მეტია.
ახალი კურსით ერთი ევრო 2.57 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 3 თეთრით მეტია.
ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 18 აპრილს, სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, სებ-მა $9.7 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს წელს ეროვნული ბანკის უკვე მეორე ინტერვენციაა, ჯამში ბანკმა $19.7 მილიონი შეისყიდა.
ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.





