საკონსტიტუციო კომისია

პატრიოტთა ალიანსმა საკონსტიტუციო კომისია დატოვა

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსმა საკონსტიტუციო კომისია დატოვა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს.

”უმრავლესობა დღეს არა სახელმწიფო, არამედ პარტიული ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს. უმრავლესობის მიერ მიმდინარეობს ხელისუფლების უზურპაცია. ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი პარტია, ვიმოქმედებთ და შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორებს პროტესტის სხვადასხვა ფორმას. არ გამოვრიცხავ იმ მეთოდებს, რასაც ამ 10 წლის განმავლობაში ვიყენებდით", - თქვა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე. ამავე პარტიის წევრმა გიორგი ლომიამაც თქვა, რომ შესაძლოა, პარტიის წევრებმა შიმშილობა დაიწყონ.

კომისია დატოვა ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობამ და ერთიანმა ნაციონალურმა საქართველომაც.

კომენტარები