საპოლიციო გამოსახლება

წულაია საპოლიციო გამოსახლებაზე: უნდა დაიხვეწოს კანონი, რომ მესაკუთრე დაცული იყოს

ტაბულა

მთავრობამ პარლამენტში გააგზავნა კანონპროექტი, რომლითაც საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ აღდგენა იგეგმება. ქართული ოცნების დეპუტატი ილია წულაია ტაბულასთან საუბარში ინიციატივას მიესალმება და ამბობს, რომ არსებული კანონი დასახვეწია, რათა მესაკუთრის კონსტიტუციური უფფლება დაცული იყოს. ახალი კანონი სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის უძრავი ქონების ექსპროპრეაციის საკითხს არეგულირებს.

"მესაკუთრე უნდა იყოს დაცული, უკანონოდ შეჭრილს არ უნდა ჰქონდეს უფლება რომ იჯარის ან ქირის გადახდის გარეშე შეინარჩუნოს საკუთრება. ამიტომ აუცილებელია დაიხვეწოს კანონი, თითოეული მესაკუთრე მისი კონსტიტუციით აღიარებულ უფლებაში იყოს დაცული და განკარგავდეს ნივთს ხელშეშლის გარეშე", - ამბობს წულია.

საპოლიციო გამოსახლება 2015 წლის 29 დეკემბერს გაუქმდა. ამ ცვლილებით უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერ მესაკუთრესთან გადასვლის წესები მნიშვნელოვნად გართულდა, რაც ბიზნესასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა.

ახალი კანონპროექტით მითვისებული ქონების ჩამორთმევის წესები ასე დგინდება:

"კანონპროექტით განისაზღვრა გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც ყოფილმა მესაკუთრემ უნდა გაათავისუფლოს ექსპროპრირებული ქონება. კერძოდ, მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობია განთავსებული - არაუმეტეს 1 თვისა, ხოლო მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას - არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა.

ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოს ნაწილობრივ უბრუნდება ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ ფუნქცია ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ უძრავ ნივთზე ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ექსპროპრიატორის საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ექსპროპრიატორს სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება, რაც გულისხმობს ქონების მის საკუთრებაში გადასვლას", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კომენტარები