საკონსტიტუციო კომისია

სესიაშვილი: ახალი კონსტიტუცია უფრო მეტ შანსს აძლევს სხვა პოლიტიკურ ძალებსაც

ბატონ რომან გოცირიძე გვესაუბრებოდა, თითქოს ქართული ოცნება საარჩევნო კონსტიტუციას ქმნის. პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ კონსტიტუციით, რომელსაც თქვენ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ყველამ ერთად ტაში დაუკარით, ამ კონსტიტუციის ფარგლებშიც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოაგროვა და მე მგონი, პოლიტიკა "ნოკაუტი" არ არის, რომ ნულამდე დაგვემარცხებინეთ და თუ დაფიქრდებით, ახალი კონსტიტუცია უფრო მეტ შანსს აძლევს სხვა პოლიტიკურ ძალებსაც. ისე, სხვათაშორის, თუ კომისიას ტოვებთ მაშინ, როცა ფაქტობრივად, კომისიამ მუშაობა დაასრულა, შეგეძლოთ, წინა კომისიებიც დაგეტოვებინათ - 2009 წელს იყო თუ როდის იყო, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნებოდა.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები