საკონსტიტუციო კომისია

ბესელია: მთავარი ამბავი არ არის ვინ წავა, მთავარია რაც სამუშაო პროცესში ხდება

ტაბულა / ტაბულა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვება შეაფასა. ბესელიას თქმით, ვერავინ დაიჭერს იმათ, ვისაც საკონსტიტუციო კომისიიდან წასვლა სურს. 

"ვისაც სურს, რომ წავიდეს და ეს წინასწარაც იყო გაცხადებული, ვერავინ ვერავის დაიჭერს, მაგრამ ვისაც აინტერესებს, რომ კონსტიტუცია იყოს ძალიან საამაყო და ძალიან ღირებული დოკუმენტი დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე იქნება ჩართული",-ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, მთავარი არა ის არის თუ ვინ დარჩება და ვინ წავა საკონსტიტუციო კომისიაში, არამედ რაც სამუშაო პროცესში ხდება.

"გულწრფელად, რომ გითხრათ, გული მწყდება, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი მთელი ამ ბოლო 3-დღიანი ბატალიების ფონზე, ისე ჩანს, რომ მთავარი ამბავი არის ვინ დარჩება და ვინ წავა. ეს არ არის მთავარი ამბავი. მთავარი ამბავი არის, რაც ხდება იმ მაგიდასთან, სამუშაო პროცესში, სადაც თითოეული მუხლი ყალიბდება უკეთესი ფორმულირებით",-აღნიშნა იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო კომისია დღეს, ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიულმა მოძრაობამ" დატოვა, გასულ კვირას კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. 

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს.

კომენტარები