საკონსტიტუციო კომისია

მათიკაშვილი: საკონსტიტუციო კომისიის დატოვება არ არის პროდუქტიულობისკენ გათვლილი

ტაბულა / ტაბულა

იურიდიული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო კომისია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დატოვეს კომისიის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დადგება.

"საკონსტიტუციო კომისია მუშაობს რამოდენიმე თვეა, მუშაობს საკმაოდ წარმატებით. ამ ეტაპზე, ამგვარად, კომისიის დატოვება არის დესტრუქციული და არ არის პროდუქტიულობისკენ გათვლილი. ნებისმიერი ესეთი ნაბიჯი არცერთი წამით არ დააყენებს ეჭვის ქვეშ საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციის მუშაობას",-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი ოპოზიციური პარტიები, სავარაუდოდ, კომისიას ხვალ დატოვებენ

ცნობისთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია გასულ კვირას დატოვა.

კომენტარები