აღდგომა

თბილისის მოსახლეობის 41% აღდგომას ქალაქიდან გასვლას გეგმავს

საქართველოს რკინიგზა

ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღდგომის დღესასწაულს, თითქმის ყველა თბილისელი აღნიშნავს (96%), მიუხედავად იმისა თვლის თუ არა თავს რელიგიურად.

თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41%) გეგმავს სააღდგომოდ ქალაქიდან გასვლას.

ასევე, სრული უმრავლესობა აპირებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციის დაცვას და სააღდგომო კვერცხების წითლად შეღებვას – 95%.

თბილისელების 77% გეგმავს სააღდგომო პასკის შეძენას, ხოლო 16% მის გამოცხობას. 4% კი გამოცხობასაც აპირებს და შეძენასაც. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 3%-მა განაცხადა, რომ საერთოდ არ ექნება სააღდგომოდ პასკა.გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 31 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

კომენტარები