საკონსტიტუციო კომისია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძემ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების მიზეზად ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მორგება დაასახელა.

"ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული პროცესების განვითარებისაკენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამოძრავებდა სხვა მიზნები, რომლებიც გამოიხატებოდა ძალაუფლების უზურპაციაში და ეს კომისია გამოყენებული იყო ამ მიზნების მისაღწევად. დღეს უკვე ნათელია, რომ საკონსტიტუციო კომისიის შედეგად მიღბული დოკუმენტი, ფაქტობრივად, ადამიანებს უზღუდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას, რომ პრეზიდენტი არ იქნება არჩეული პირდაპირი წესით. იზღუდება მისი მრავალი ფუნქცია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი იყო. საარჩევნო წესები იცვლება იმ ფორმით, რომ მმართველმა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მოირგოს კონსტიტუცია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად", - თქვა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი უქმდება, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარების კუთხით.

საკონსტიტუციო კომისია რამდენიმე დღის წინ მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ მართლდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი არასამთავრობოებთან და ოპოზიციურ პარტიებთან საკონსტიტუციო კომისიის შესახებ კონსულტაციებს მართავდა. კობახიძის განცხადება უარყვეს პრეზიდენტმა, არასამთავრობოებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

 

კომენტარები