ავიაცია

United-ი ყველას, ვინც ძალადობრივ რეისზე იმყოფებოდა ბილეთის ანაზღაურებას სთავაზობს

united

United Airlines-ი მზადაა ყველას ვინც იმ რეისზე იმყოფებოდა, რომლიდანაც მგზავრი ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს ბილეთის ღირებულების ღირებულება აუნაზღაუროს. ამავდროულად ბორტიდან გაძევებული მგზავრი, დევიდ დაო კომპანიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. კომპანიას ინციდენტი აქციების გაუფასურებად და დაკარგულ აობით მილიონად დაუჯდა, არაა გამორიცული ამას დაოსთვის გადასახდელი კომპენსაციაც დაერთოს.

დევიდ დაო United-ის ჩიკაგო-კენტუკის რეისიდან გააძევეს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ თვითმფრინავში არსებულ ადგილებზე მეტი ბილეთი გაყიდა, რაც არცთუ ისე იშვიათი შემთხვევაა, რადგან ავიაკომპანიებს ცარიელი ადგილები საკმაოდ ძვირი უჯდებათ და ზედმეტი ბილეთების გაყიდვით ისინი თავს იზღვევენ. თუმცა, United Airlines-ის ამ რეისზე ყველა მგზავრი გამოცხადდა და ავიაკომპანიამ მოხალისეების ძებნა დაიწყო, ვინც ამავე კომპანიის 4 თანამშრომელს ადგილს დაუთმობდა, მაგრამ ამაოდ. რეისზე უარის თქმის მსურველი არავინ აღმოჩნდა.

მსგავს შემთხვევებში ავიაკომპანიები მგზავრებს ჯერ მომდევნო რეისით გამგზავრებას სთავაზოვენ, შემდეგ კი, მომდევნო რეისის ბილეთსა და ფულად კომპენსაციას. United Airlines-მა მსურველებს თავდაპირველად 400 დოლარი შესთავაზა, შემდეგ კი 800 დოლარი, თუმცა ადგილის დათმობის მსურველი მაინც არ გამოჩნდა.

ამის შემდეგ, ავიაკომპანიამ რეისიდან მოსახნელი კანდიდატების ძებნა თავად დაიწყო. ერთი წყვილი ავიაკომპანიის შეთავაზებას დათანხმდა. ავიაკომპანიის შეთავაზებას მესამე ადამიანიც დათანხმდა, თუმცა მისმა მეუღლემ ადგილის დათმობაზე უარი განაცხადა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ექიმი იყო, რომელიც მეორე დღეს სამსახურში უნდა გასულიყო. მისი თქმით, მას პაციენტები ელოდებოდნენ და ფრენას ვერ გადადებდა. ამის შემდეგ, ავიაკომპანიის ოთხმა თანამშრომელმა მამაკაცი სალონიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. როგორც ვიდეოში ჩანს, ინციდენტის შედეგად მამაკაცმა სხეულის დაზიანებაც კი მიიღო.

კადრების ინტერნეტით გავრცელების შემდეგ, ავიაკომპანია United Airlines-მა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. შემთხვევის გამო United -ის აქციების ღირებულება 3%-ით შემცირდა.

კომენტარები