დორტმუნდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია

Getty Images

გერმანიის პროკურატურის თქმით, დორტმუნდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ისლამისტური კავშირების მქონე ორი ეჭვმიტანილი არსბობს. პროკურატურის განცხადებით, ორივე ეჭვმიტანილის ბინებში ჩხრეკა ჩატარდა და ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია.

გარდა ამისა, გერმანიის პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსია დორტმუნდის“ ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. 

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა. 

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ ფრანგულ მონაკოს გუშინ სახლში უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, თამაში აფეთქების გამო გადაიდო.

გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის ბორუსია ავტობუსთან 3 მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. გარდა ამისა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მეოთხე მოწყობილობაც იპოვა.

აფეთქების ადგილზე პოლიციამ წერილიც იპოვა, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

აფეთქების შედეგად, მსუბუქად დაშავდა ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა.

კომენტარები