აშშ-რუსეთის ურთიერთობა

პუტინი: რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობა ტრამპის მოსვლის შემდეგ უფრო გაუარესდა

NBC

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია Мир-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული ნდობის დონე უფრო დაბალია, ვიდრე ობამას დროს იყო.

"შესაძლოა ითქვას, რომ ნდობის დონე სამუშაო კუთხით, განსაკუთრებით სამხედრო კუთხით, არ გაუმჯობესებულა, მეტიც - გაუარესდა კიდეც", - თქვა პუტინმა.

ამავე ინტერვიუში პუტინმა აშშ-ის მიერ სირიაზე სამხედრო თავდასხმა, 2003 წელს აშშ-ის ერაყში შესვლასაც შეადარა

თავისმხრიც, ტრამპმა აღნიშნა, რომ სირიაში არსებული სიტუაციის შექმნა და ასადის რეჟიმის გაძლიერება რუსეთის ჩარევამ განაპირობა.

კომენტარები