აფეთქება დორტმუნდში

დორტმუნდში აფეთქების ადგილზე პოლიციამ წერილი იპოვა

EPA

დორტმუნდში, საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის ბორუსიას ავტობუსთან მომხდარი აფეთქების ადგილზე პოლიციამ წერილი იპოვა. პოლიციის ცნობით, წერილის ავტორები აფეთქებაზე პასუხისმგებლობას იღებენ. დამატებით დეტალებს პოლიცია არ ახმაურებს, რადგან ჯერ წერილის ავთენტურობა უნდა დადგინდეს.

დორტმუნდის პროკურატურის ცნობით, ისინი ყველა ვერსიას განიხილავენ, თუმცა ამ ეტაპზე მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველი არ არსებობს. ჯერჯერობით საუბარია განზრახ თავდასხმაზე.

გერმანული მედიის ცნობით, პოლიცია თავდასხმასთან ისლამური ექსტრემისტული დაჯგუფებების შესაძლო კავშირსაც იძიებს.

გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის ბორუსია ავტობუსთან 3 მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. გარდა ამისა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მეოთხე მოწყობილობაც იპოვა.

აფეთქების შედეგად, მსუბუქად დაშავდა ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა.

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის ბორუსია ფრანგულ მონაკოს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა აფეთქება თამაშის დაწყებამდე 45 წუთით ადრე მოხდა და თამაში არ ჩატარდა. UEFA-ს გადაწყვეტილებით, თამაში დღეს, თბილისის დროით 20:45 საათზე გაიმართება.

კომენტარები