თბილისის რამდენიმე რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდგორის, საბურთალოს, გლდანის, ვაკის, ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
დიდგორის რაიონი
09:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის და სამადლოს მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: შმიდტის, საირმის, გოძიაშვილის და ცაგარელის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბოცვაძის, კოსტავას და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯანელიძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, მანჯგალაძის, მეჯვრისხევის, გულრიფშის, საჭილაოს, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, თამარაშვილის, ლიკანის, კამალოვის და კურნატოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ბარაკონის, ხუდადოვის, რეხის, ჯორჯაძის და დურმიშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ხარაბაძის, ანტიმოზ ივერიელის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აცხადებს თელასი.





