ავტოსაგზაო შემთხვევა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

Getty Images

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 2 დაშავდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები