ოპერაციული სისტემა

Microsoft-ი Windows Vista-ს მომსახურებას წყვეტს

The Verge

Microsoft-ი დღეს, 11 აპრილს Windows Vista-ს ტექნიკურ მომსახურებას წყვეტს. ამ ნაბიჯით Microsoft-ი 11 წლის წინ გამოსულ ოპერაციულ სისტემას ემშვიდობება. ტექნიკური მომსახურების შეწყვეტა ნიშნავს, რომ მათ ვინც დღემდე ამ სისტემას იყენებს ოპერაციულ განახლებას ვეღარ მიიღებს.

2006 წლის 8 ნოემბერს გამოსული Vista იყო Microsoft-ის მცდელობა მომხმარებლისთვის უფრო თანამედროვე სისტემა შეეთავაზებინა. Vista-ს იმ დროისთვის ახალი 3D ანიმაციის ფუნქციები ჰქონდა. Microsoft-ის მცდელობის მიუხედავად მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა Vista არ დააყენა, მათი ნაწილი კი ვინც XP-ის იყენებდა პირდაპირ 2009 წელს გამოსულ Windows 7-ზე გადაერთო.

2017 წლის მარტის მდგომარეობით, ოპერაციული სისტემების რეიტინგი ასე ნაწილდება:

  1. Windows 7 - 49.2%
  2. Windows 10 - 25.4%
  3. Windows XP - 7.4%
  4. Windows 8.1 - 6.7%
  5. Mac OS X - 3.2%
  6. Linux - 2.1%
  7. Windows 8 - 1.5%
  8. Windows Vista - 0.7%

კომენტარები