ოპერაციული სისტემა

Windows 10 ბაზარზე 2015 წელს გამოვა

cnet.com

30 სექტემბერს Microsoft-მა ახალი ოპერაციული სისტემის პრეზენტაცია გამართა. კომპანიის შემდგომ ოპერაციული სისტემას, გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად Windows 9 არ ერქმევა Microsoft-ის მომავალი პროდუქტი Windows 10-ია. 

Windows 10 მისი წინამორბედის მსგავსად მულტიპლატფორმული იქნება. Windows 10 სმარტფონებზე, პლანშეტებზე, ლეპტოპებზე, დესკტოპ კომპიუტერებსა და Xbox კონსოლებზე იმუშავებს.

ახალ ოპერაციულ სისიტემაში Microsoft-ი სტარტ მენიუს დაბრუნებას აპირებს. Windows 10 ერთდროულად გააერთიანებს როგორც Windows 8-ის ინოვაციურ სტილს, ასევე წინა ოპერაციული სისტემებიდან აღებულ Windows-ის ნაცნობ ატრიბუტებს. Microsoft-ის ცნობით, ოპერაციული სისტემა მის წინამორბედთან შედარებით მომხმარებელზე უფრო იქნება მორგებული და მათ მრავალი ცვლილებისა თუ მოდიფიკაციის საშუალებას მისცემს.

Windows-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბელფიორიმ ოპერაციული სისტემის პირვანდელ ვარიანტთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა, მისი თქმით, ახალი ოპერაციული სისტემის წინასწარი ვერსიის მსურველებს შეუძლიათ ჯერ დაუსრულებელი პროგრამის გადმოწერა. პროგრამის გადმოწერის მსურველები Microsoft-ის ოფიციალურ საიტზე უნდა დარეგისტრირდნენ.

ეს Microsoft-ისთვის პირველი ოპერაციული სისტემა იქნება, რომელსაც კომპანია ახალი ხელმძღვანელის სტაია ნადელას მმართველობის პერიოდში გამოუშვებს.

კომენტარები