საკონსტიტუციო კომისია

აბაშიშვილი: თვითიზოლაციას ახასიათებს შეთქმულების თეორიისკენ მიდრეკილება

გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი არასამთავრობოებთან და ოპოზიციურ პარტიებთან საკონტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა.

"პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ. ზოგადად, როცა ხდება წყვეტა საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ჩაკეტვა ვიწრო წრესა და სივრცეში, ამ დროს აქვს ადგილი კონსპირაციებს და ეჭვიანობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალებამ. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა აუცილებლად ვინმეს კარნახით. ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, ექსპერტებშიც და ა.შ", - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

დღეს პარტია სახელმწიფო ხალხისათვის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი პრეზიდენტთან ასეთი ტიპის კონსულტაციების არსებობა უარყვეს.

კომენტარები