დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰესი - დარიალჰესი გაიხსნა. $123 მილიონიანი სადგურის სიმძლავრე 108 მეგავატია და ის ყოველწლიურად 510 მილიონ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ახალი ჰესი საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, EBRD-ის რეგიონალურ წარმომადგენელ ბრუნო ბალვანერასა და პროექტის ინვესტორ ლაშა იორდანიშვილთან ერთად გახსნეს. პროექტი $80 მილიონიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა, მის განვითარებაში 23%-ით იყო ჩართული სახელმწიფო კომპანია ენერგეტიკის განვითარების ფონდი.
დარიალიჰესის ექსპლუატაციაში შესვლით, ყოველწლიურად, ზამთრის პერიოდში 200 მლნ კვტ.სთ-ით შემცირდება ქვეყანაში იმპორტირებული ელექტროენერგია.
მშენებლობაზე დასაქმებული იყო 420 ადამიანი, ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მასში დასაქმდება 70 ადამინი.