ავტოსაგზაო შემთხვევა

წერეთლის გამზირზე მიკროავტობუსმა ქვეითი იმსხვერპლა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროავტობუსმა ქვეითი იმსხვერპლა. დაღუპული შუახნის მამაკაცია.

მიკროავტობუსის მძღოლი არ მიმალულა. 

გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

კომენტარები